საავტომობილო მიღწევების სფეროში, ნანო კერამიკა (ან როგორც დამახინჯებულად „ანტი წვიმას“ ეძახიან) წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს. ის ქმნის „დამცავ ფარს“, რაც რეალურად ცვლის ავტომობილზე ზრუნვის მეთოდებსა და მიდგომებს. კერამიკული დამცავი შექმნილია უხეში ელემენტებისა და სხვადასხვა გარემო ფაქტორების წინააღმდეგ დაცვის დამატებითი ფენის უზრუნველსაყოფად. ნანო კერამიკა (Nano Ceramic) არის დამცავი თხელი და გამჭვირვალე ფენა, რომელიც ზედაპირთან კონტაქტისას ქმნის ულტრა მდგრად და გამძლე ბარიერს მანქანის ზედაპირსა და გარემო ფაქტორებს შორის. კერამიკული საფარი იცავს ავტომობილის საღებავს ულტრაიისფერი სხივებისგან, გარემოს დამაბინძურებლებისგან და მცირე ნაკაწრებისგან. გარდა ამისა, მანქანას ხდის მარტივად მოსავლელს, რადგან დამცავი საფარი ძლიერი ჰიდროფობული ეფექტით გამოირჩევა და ნაკლებად იჩერებს სხვადასხვა სახის დაბინძურებას.