პოლირება

რა არის პოლირება? ავტომფლობელებისთვის პოლირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა, თუმცა მის შესახებ უამრავი დეტალი ცოტამ თუ იცის. მაინც რა არის პოლირება? - პროფესიონალური პოლირება ავტომობილის კორპუსზე საღებავზე არსებული დეფექტების მოხსნის პროცესია. ორიგინალი საღებავის ფენის მდგომარეობიდან გამომდინარე ორი ტიპის პოლირების პროცესია რეკომენდებული: დამცავი და აღდგენითი. დამცავი პოლირება - ინარჩუნებს მანქანის საღებავის მთლიანობას, ხელს უშლის მცირე დაზიანებას (ასხლეტილ ქვიშას, ხრეშს და ა.შ.). ის კორპუსის ხელახალი შეღებვის ბოლო ეტაპს წარმოადგენს, თუმცა შესაძლოა განხორციელდეს ცალკეც ავტომობილის ზედაპირის დამცავი თვისებების გასაზრდელად. აღდგენითი პოლირება- მცირე დეფექტებს ნიღბავს და ავტომობილის საღებავი ახალივით გამოიყურება. სპეციალური ლაქი წყალგაუმტარი, ანტიკოროზიული და მუშაობის დროს დაკარგული სხვა თვისებების დაბრუნებას უწყობს ხელს. მანქანის კორპუსი თანაბარი და სუფთა ხდება, ხოლო ნაკაწრები მხედველობის არედან ქრება. ავტომობილის პოლირება მანქანის დაზიანებული კორპუსის აღდგენის მსუბუქი გზაა. იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ რა ღირს მანქანის პოლირება - გეტყვით, რომ ეს მანქანის მთელი კორპუსის განახლებაზე ბევრად იაფია. პოლირების შემდგომ მანქანა ბევრად უფრო კაშკაშა და მდიდარ ტონებს იძენს. მანქანის პოლირება შესაძლებელია არა მხოლოდ ძარაზე, არამედ მისი ცალკეული დეტალებისთვისაც.