ქიმწმენდა

ავტომობილის ქიმწმენდა დეზინფექცია რატოა საჭირო ქიმწმენდა დეზინფექცია? ავტომობილში ძალიან დიდი დაბინძურება და ბევრი ბაქტერია ხვდება ქუჩიდან, როგორც საჰაერო მილებიდან ისევე ჩაწეული მინებიდან და ფეხსაცმლიდან. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩვენი და ჩვენი მგზავრების ჯამრთელობაზე იწვევს ფილტვების და კანის დაავადებებს, ალერგიას და ა.შ. რაც განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის, რადგან ზრდასრულებთან შედარებით ბავშვებს დაბალი იმუნიტეტი აქვთ. ავტომობილში საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ თითოეული ჩვენგანი და დღის განმავლობაში ვეხებით ძალიან ბევრ დეტალს რაც იწვევს დეტალების გაცხიმოვნება, დაბინძურებას და დეტალების ქარხნული ფერის ცვლილებას. ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ქიმწმენდა დეზინფეცია, რაც მოიცავს ავტომობილის ინტერიერის თითოეული დეტალის დამუშავება წმენდას სპეციალური ანტი ალერგიული ხსნარებით და ქიმწმენდის შემდეგ უკვე დეტალურად გასუფთავებულ ინტერიერში კეთდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარით და ცხელი ორთქლის საშუალებით. რის შემდეგაც თქვენი ავტომობილი გადადის შრობის პროცესში. რეკომენდირებულია ავტომობილს ქიმწმენდა დეზინფექცია ჩაუტარდეს ყველა 6 (ექვს) თვეში ერთხელ. ამ პროცედურების ჩასატარებლად მიმართოდ გამოცდილ დითეილინგ სტუდიოებს სადაც პროფესიონალი დითეილერები მოგემსახურებიან.